en
ge

ლგბტქ ადამიანთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ჰომოფობიური ძალადობის გაძლიერების ტენდენციას ეხმაურებიან

ლგბტქ ადამიანთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ჰომოფობიური ძალადობის გაძლიერების ტენდენციას ეხმაურებიან

თბილისი. ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები ბოლო დღეებში ჰომოფობიური ძალადობის გაძლიერების ტენდენციას ეხმიანებიან და სახელმწიფოს ამ მიმართულებით პოლიტიკის არსებითი ცვლილებისკენ მოუწოდებენ.

„სამწუხაროდ, სახელმწიფოს პოლიტიკა ჰომოფობიას და ტრანსფობიას, ისევე, როგორც გენდერულ უთანასწორობას, დღემდე არ იაზრებს სისტემურ და სტრუქტურულ პრობლემად, რის გამოც ჰომოფობიის წარმოჩენა ხდება მხოლოდ ინდივიდუალურ საკითხად, და შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ ჰომოფობიასთან ბრძოლის წინააღმდეგ დასახულ მთავარ სტრატეგიად კვლავ მის ინდივიდუალურ გამოვლინებებზე შერჩევითი სადამსჯელო პასუხი რჩება.

შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია ჰომოფობიისა და ტრანსფობიის შემცირებაზე მიმართული პროაქტიული ინიციატივები, ფართო საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, რომელიც სხვა ეფექტურ ნაბიჯებთან ერთად გრძელვადიანი შედეგის მომტანი იქნება და ადამიანებს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობებს მისცემს“, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

სრულად...

წყარო: socialjustice.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)