სამცხე-ჯავახეთი. 10 ივნისს, CENN ევროკავშირის მხარდაჭერითა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ახალციხეში ახალგაზრდებისათვის დასაქმების ფორუმს აწყობს.
„ხარ სამუშაოს მაძიებელი სრულწლოვანი ახალგაზრდა, რომელიც ცხოვრობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში?
მაშინ ეს ფორუმი შენთვისაა!
დასაქმების შესაძლებლობები შეთავაზებული იქნება შემდეგი მიმართულებებით: მომსახურება; წარმოება; განათლება; სოციალური პროგრამები; გარემოს დაცვა; საგრანტო შესაძლებლობები სოციალურ და მწვანე მეწარმეობაში“.
დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია 16 მაისამდე შემდეგ ბმულზე...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)