en
ge

საიამ გამართა კვლევის - „პრემიერი - სუვერენი“ - ონლაინ პრეზენტაცია

საიამ გამართა კვლევის - „პრემიერი - სუვერენი“ - ონლაინ პრეზენტაცია

თბილისი. 28 აპრილს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) გამართა კვლევის - „პრემიერი - სუვერენი“ - ონლაინ პრეზენტაცია.

„კვლევა შეეხება საქართველოში კოვიდ-19-თან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და მის თანამდევ შედეგებს. კვლევამ გამოავლინა, რომ ამ პროცესს ხარვეზების გარეშე არ ჩაუვლია.

ნაშრომი შედგება ორი ნაწილისგან და განიხილავს საქართველოში კოვიდ-19-ის პანდემიის საპასუხოდ გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს. პირველი ეხება პრეზიდენტის ბრძანებისა და დეკრეტის მიღების პროცედურებს, პარლამენტის პასიურ როლსა და კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მთავრობისთვის უფლებამოსილებების გაზრდას. მეორე - ძირითად აქცენტს აკეთებს საერთაშორისო აქტებიდან დეროგაციის, შეზღუდული უფლებების, დაწესებული სანქციებისა და საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზზე“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)