აჭარა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ნათია კაპანაძის საქმეზე მიუხედავად იმისა, რომ სარჩელის წარდგენიდან 2 წელი გავიდა, დღემდე არც ერთი სხდომა არ ჩატარებულა.
ორგანიზაციის განმარტებით უცნობია თუ რა გახდა საქმის განხილვის გაჭიანურების საფუძველი. სატელეფონო საუბრისას მიღებული განმარტებით საქმის გაჭიანურება „ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ“ განაპირობა.
საია მიიჩნევს, რომ ნათია კაპანაძის საქმის განხილვა ხელოვნურად ჭიანურდება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოუწოდებს, ამ საქმეზე გადაწყვეტილება უმოკლეს ვადებში მიიღოს.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)