თბილისი. მითების დეტექტორის ლაბორატორიის სტუდენტის სალომე გიუნაშვილის მასალიდან გაიგებთ თუ საიდან იღებს სათავეს მიშელ ობამას გენდერთან დაკავშირებული სპეკულაციები და როგორ გავრცელდა ეს ე.წ. თეორიები ქართულენოვან სოციალურ ქსელებში.
მიშელ ობამას გენდერთან დაკავშირებული კონსპირაციების მთავარი არგუმენტი ყოფილი პირველი ლედის სხეულის პროპორციებია. კონსპირაცია, ერთ-ერთმა პირველმა, 2014 წელს, ამერიკელმა ულტრა-მემარჯვენე რადიო წამყვანმა და სხვა უამრავი კონსპირაციული თეორიის ავტორმა, ალექს ჯონსმა გააჟღერა საკუთარ გადაცემაში. დეზინფორმაციული მტკიცება დრო და დრო კვლავ აქტუალური ხდება.
„გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბარაკ ობამას ცოლი კაცია, მტკიცებულებებს მოკლებულია. მიშელ ობამას გენდერთან დაკავშირებული სპეკულაციები კონსპირაციად შეაფასა ფაქტების გადამოწმების არაერთმა პლატფორმამ, მათ შორის PolitiFact-მაც. მათი დასკვნით, მტკიცება, რომ მიშელ ობამა ტრანსგენდერი ქალია, დეზინფორმაციაა“.
წყარო: mythdetector.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)