თბილისი. საქმეზე „კალანდია საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის 22 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) საჩივარი დააკმაყოფილა და ევროპული კონვენციის მე-6 (1) მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) დარღვევა დაადგინა.
„კალანდიას საქმე ერთ-ერთია საიას წარმოებაში არსებულ საქმეებს შორის, რომლებიც პოლიტიკური მოტივაციის საფუძვლით პირთა დევნას შეეხება და თავისი არსით, მსგავსია საიას მიერ ევროპულ სასამართლოში მოგებული ორი საქმისა „ტლაშაძე და კაკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ და „მეგრელიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)