კავშირი „საფარი“ აქვეყნებს ანა ფაცაციას ბლოგპოსტს: შვილის ყოლა როგორც თვითმიზანი – რატომ „სჭირდებათ“ საქართველოში ქალებს შვილები.
„საქართველოში ქალებს შვილები სჭირდებათ რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზია უქმნადობის, უუნარობის, უმოქმედობის შენიღბვა. შვილის ყოლა, როგორც საქმე, შვილი უკვე ქალს ანიჭებს „დაკავებული“ ქალის სტატუსს.
შემდეგი მიზეზი, რატომაც არის შვილის ყოლა თვითმიზანი, ძალიან მარტივია – ქალებს არ სურთ ოჯახის დანგრევა ან გაცილებული ქალის სტატუსი. ამ სტატუსის მქონე ქალებს ალმაცერად უყურებენ. საქართველოში ქალებს სჭირდებათ დედობა, ეს აუცილებელი სტატუსია ყველგან. სჭირდებათ შვილები, რადგან ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ ნაყოფიერება, მათ ჰყავთ მოვლის ობიექტი, ისინი არიან დაკავებულები, მათ შეასრულეს ღვთისგან ბოძებული მოვალეობა.
ასევე, არიან ქალები, რომელთაც სჭირდებათ შვილები, როგორც პარტნიორები, მეგობრები. ქალები, რომლებსაც მარტო დარჩენისა ეშინიათ და ამ მიზნით აჩენენ შვილებს. ესენი არიან ქალები, რომლებიც თავიანთ თავს უჩენენ მეგობრებს“.
წყარო: sapari.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)