თბილისი. სახელმწიფო ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ნინოწმინდის პანსიონატში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება - გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი.
„დღეს, 7 მაისს, საღამოს 8 საათისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ გაეროს ბავშვთა კომიტეტიდან შეტყობინება მიიღო. კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაციის 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა“.
წყარო: phr.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)