en
ge

ომბუდსმენი PHR-ს მადლობას უხდის

ომბუდსმენი PHR-ს მადლობას უხდის

თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დროებით ღონისძიებას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით, რომელიც ა/ო „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიმართვის საფუძველზე გამოიცა.

„კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სახალხო დამცველი მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოა და კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ყოველმხრივი შემოწმების შესაძლებლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში.

ომბუდსმენი მადლობას უხდის ორგანიზაციას გაწეული სამუშაოსთვის და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მყისიერი რეაგირება მოახდინონ კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე“.

სრულად...

წყარო: სახალხო დამცველის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)