en
ge

ნათია ლაზაშვილმა ქარტიის პირველი პრინციპი, ინფორმაციის სიზუსტე დაარღვია

ნათია ლაზაშვილმა ქარტიის პირველი პრინციპი, ინფორმაციის სიზუსტე დაარღვია

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადების საფუძველზე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა ნათია ლაზაშვილმა, ქარტიის პირველი პრინციპი (ინფორმაციის სიზუსტე) დაარღვია.

„განცხადების საფუძველი გახლდათ „რუსთავი 2”-ის ეთერით 2020 წლის 14 დეკემბერს 9 საათიან კურიერში გასული სიუჟეტი, რომელშიც წამყვანმა აღნიშნა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით პოზიცია შეცვალა, რაც საბჭოს შეფასებით, არასწორ ინფორმაციას წარმოადგენდა.

ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად იცავს მედიის და ჟურნალისტების უფლებებს და მათ გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც დღეს სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა მნიშვნელოვანია ასევე, რომ მედიის წარმომადგენლებმა დაიცვან საყოველთაოდ აღიარებული პროფესიული და ეთიკური სტანდარტები ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გაშუქებისას“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

სრულად...

წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023