en
ge

ძმები გრიმების ზღაპრები შშმ ბავშვებს თანატოლებმა წაუკითხეს

იმერეთი. 29 აპრილს, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა წიგნის კვირეულის ფარგლებში მოაწყვეს წიგნის კითხვა ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის აღსაზრდელებისათვის. ახალგაზრდებმა 18 შშმ ბავშვს ძმები გრიმების ზღაპრები და იგავ-არაკები წაუკითხეს. რითაც მოსწავლეები ცდილობენ ხელი შეუწყონ შშმ ბავშვების ინტეგრაციას და ჩართვას სამოქალაქო აქტივობებში და პოპულარიზაცია გაუწიონ წიგნებს. ღონისძიება ორგანიზებულია „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის" (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)