აჭარა. 13 მაისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ირაკლი ჯინჭარაძის სახელით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელს წარადგენს.
„სარჩელით მოთხოვნილია ირაკლი ჯინჭარაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული განკარგულების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. ირაკლი ჯინჭარაძე სსიპ ,,ბათუმის ბულვარის“ ყოფილი დირექტორია.
საყურადღებოა, რომ გათავისუფლების განკარგულების მიღებას, წინ უსწრებდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 მარტის სხდომა, სადაც ირაკლი ჯინჭარაძემ გააკრიტიკა დაახლოებით 4500 კვ/მ ფართობის პლაჟის ბრენდირებული სასტუმროებისთვის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის ინიციატივა, ვინაიდან ამით ხსენებული სანაპირო მონაკვეთი აღარ იქნებოდა ხელმისაწვდომი ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებლებისთვის“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)