კახეთი. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა გუშინ ყვარელში მედიის განვითარების ფონდის (MDF) ორგანიზებული მედიაწიგნიერების ფორუმის გამარჯვებულები სპეციალური სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
„ანა ქიზიყელაშვილი, ანა-მარია კოკორაშვილი, მარიამ ბოჭორაშვილი, ეკატერინე ბეჟანიშვილი, ნანუკა მოლაშვილი, დავით ჭუნაშვილი, მაკა ზაუტაშვილი, ნანიკო მამულაშვილი და დიანა სანადირაძე ის ახალგაზრდები არიან, რომლებმაც ყალბი ფოტო-ვიდეოს გადამოწმება, ინფორმაციულ ქაოსთან გამკლავება და კლონირებული ვებ-გვერდების იდენტიფიცირება შესძლეს“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)