en
ge

„ბავშვები საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში“

თბილისი. 25 აპრილს, „ციხის საერთაშორისო რეფორმის" ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე - „ბავშვები საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში". შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ბავშვთა ძალადობისაგან დაცვა პოლიციისა და პატიმრობის დაწესებულებებში; არასრულწლოვნები პენიტენციურ სისტემაში - მიმდინარე პროცესები, დაგეგმილი ცვილებები; გათავისუფლების შემდგომი დახმარება/რეაბილიტაციის პროგრამები და ალტერნატიული სასჯელები და ღონისძიებები.
მრგვალ მაგიდას სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა" შეხვედრაზე პირობით მსჯავრდებულებთან მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტები წარმოადგინა, რომლებსაც ორგანიზაცია ზუგდიდსა და თელავში აპრილის თვიდან ახორციელებს. წყარო: ფონდ „აფხაზეთის" გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)