სამეგრელო. გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი ზუგდიდში ადგილობრივ მეწარმე და ფერმერ ქალებს შეხვდა.
„მონაწილეები საბინე მახლს რეგიონში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესზე პანდემიის გავლენაზე, სირთულეებსა და საჭიროებებზე ესაუბრნენ. შეხვედრის მეორე ნაწილი კი მეწარმე ქალების გამოწვევების შესახებ დისკუსიას დაეთმო.
დამსწრე ქალები მცირე და საშუალო ბიზნესებს უძღვებიან. საკუთარი საქმიანობები მათ გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ დახმარებით, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით განავითარეს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)