თბილისი. „უფლებები საქართველოს“ ორგანიზებით, პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით, ყალბი ინფორმაციის ამოცნობის საკითხზე ონლაინ ტრენინგი გაიმართა. შეხვედრას სხვადახვა უნივერსიტეტის იურიდიული და ჟურნალისტიკის ფაკულტეტების სტუდენტები, ასევე პრაქტიკოსი სპეციალისტები დაესწრნენ.
„ტრენინგს მედიამკვლევარი, ნინო ნარიმანიშვილი, უძღვებოდა. მან ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: დეზინფორმაციის სახეები, სათაურების მნიშვნელობა, ფარული ვებგვერდები და მათი დღის წესრიგი, ფოტომანიპულაციები და სხვა. თეორიულ მეცადინეობასთან ერთად, ტრენინგის მონაწილეებმა პრაქტიკული სავარჯიშოებიც შეასრულეს“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)