იმერეთი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) აზრით, დღესდღეობით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფოს, “ჯორჯიან მანგანეზსა” და მის კონტრაქტორებს შორის ჩამოყალიბებული პასუხისმგებლობის და ზედამხედველობის ბუნდოვანი, გაუმჭვირვალე სისტემა, ერთი მხრივ, კომპანიის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმებასა და უკანონო მოპოვების კონტროლზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესაძლებლობას ზღუდავს, ხოლო, მეორე მხრივ, დასაქმებულებსა და ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს პრაქტიკულად ადრესატის გარეშე ტოვებს.
სწორედ ამიტომ ორგანიზაცია აუცილებლად მიიჩნევს, რომ “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობა დაუყონებლივ დაექვემდებაროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და წიაღის ეროვნულ სააგენტოს ზედამხედველობას, რის გამოც დღეს ორგანიზაციამ აღნიშნულ უწყებებს მიმართა ადგილზე მდგომარეობის შესწავლის მოთხოვნით.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)