სამცხე-ჯავახეთი. „კოალიცია თანასწორობისთვის“ ეხმიანება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატში ბავშვის უფლებების განგრძობადი დარღვევის ფაქტს.
„უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ კვლავ დაფიქსირდა საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობისათვის ხელის შეშლა და სახელმწიფო დღემდე არ ასრულებს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დროებითი ღონისძიების მოთხოვნებს.
„კოალიცია თანასწორობისათვის“ მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს ქმედითი ღონისძიებების გატარება პანსიონატში მცხოვრები ბავშვების უფლებების დაცვის მიზნით, რაც მოცემული დროისათვის გულისხმობს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დამოუკიდებელი მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოსათვის ეფექტური მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობის მიცემას, ხოლო გრძელვადიანად, ბავშვების რეინტეგრაციას ბიოლოგიურ ოჯახებში ან/და ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ ზრუნვის ფორმაში განთავსებას“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: phr.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)