აჭარა. აჭარაში ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი მობილური მხარდაჭერის ჯგუფების მუშაობას გაეცნო.
„„კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ თავმჯდომარემ, გიორგი ძნელაძემ კარლ ჰარცელს პროექტის, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერა COVID-19-ით გამოწვეული ბარიერების დაძლევაში”, შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მობილური მხარდაჭერის ჯგუფების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.
მობილური მხარდაჭერის ჯგუფებმა, აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში, მუშაობა 2021 წლის 11 იანვრიდან განაახლა. ისინი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ადაპტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით, უფასოდ ემსახურება“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდის სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)