თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) აქვეყნებს ბლოგპოსტს: მხარდაჭერით შენიღბული დისკრედიტაციის კამპანია Facebook-ზე.
„ცრუ (ყალბი) მხარდამჭერი ანგარიშები სოციალურ მედიაში პოლიტიკური დისკრედიტაციის ერთ-ერთ იარაღად გვევლინება და მიზნად ისახავს მომხმარებლების დაბნევას, შეცდომაში შეყვანასა და დეზორიენტაციას. ამგვარი გვერდები შენიღბულად მოქმედებენ. ისინი სწორედ იმ პარტიის, კანდიდატის ან პირის სახელს არიან ამოფარებული, რომლის რეპუტაციის დაზიანება სურთ.
ცრუ (ყალბი) მხარდაჭერა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ერთ-ერთი პროპაგანდისტული მეთოდია, რომლის დროსაც ნამდვილი წყაროები გასაიდუმლოებული და შეფარულია. შენიღბული პროპაგანდის მიზანი გარკვეული აღქმების ჩამოყალიბება და მანიპულირებაა. ცრუ (ყალბი) მხარდაჭერის ფენომენი, სოციალური მედიის მეშვეობით, საქართველოშიც აქტიურად გამოიყენება არასასურველი პირების ან ჯგუფების წინააღმდეგ.
უკანასკნელ პერიოდში, შენიღბული კამპანია განსაკუთრებით გააქტიურდა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტების დისკრედიტაციის მიზნითაც. შენიღბული მხარდამჭერი კამპანიის მიზანი, სხვადასხვა ყალბი გზავნილით, პროტესტის მხარდამჭერთა დეზორიენტაციაა, მათ შორის, აქტივისტებსა და პრორუსული კურსის პოლიტიკოს ლევან ვასაძეს შორის კავშირის წარმოჩენით“.
წყარო: isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)