თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევნებს შიდაკლანურ როტაციად აფასებს.
„დღეს მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი გამოწვევა კლანური მმართველობა და მისი ალიანსია ხელისუფლებასთან.
წლების განმავლობაში ამ პროცესზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ის ძირითადად არაკონკურეტულ გარემოში მიმდინარეობს და საბჭოს შემადგენლობაში, როგორც წესი, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ლიდერები ხვდებიან, რომელთა უმრავლესობასაც უკავია ან წლების მანძილზე ეკავა მენეჯერული თანამდებობა. არჩევნები განახლებასთან და ახალ პერსპექტივებთან ასოცირდება, თუმცა მოლოდინები ამ შემთხვევაში უსაფუძვლოა“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)