თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს კვლევას: სსიპ-ებსა და დამოუკიდებელ უწყებებში 2020 წელს გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატები.
„პანდემიის პერიოდში საჯარო დაწესებულებებში ფულადი ჯილდოების (პრემიების) და სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკის შესწავლის მიზნით, IDFI-მ განახორციელა აქტიური მონიტორინგი. კერძოდ, საჯარო დაწესებულებებიდან დროის სხვადასხვა პერიოდში ორ ეტაპად (2020 წლის საწყისი და შემდეგი 6 თვის მონაცემები) მოითხოვა თანამდებობის პირებზე, საშტატო და შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ საჯარო ინფორმაცია“.
კვლევის ერთ-ერთი დასკვნის თანახმად, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, მთელი რიგი საჯარო დაწესებულებების მიერ 2020 წელს გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაციის დამალვა.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)