თბილისი. მედიის განვითარების ფონდი (MDF) და The Critical Mass (TCM) გიწვევთ ერთობლივ ვებინარზე: „შერყეული ნდობა: დეზინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში და მისი გავლენა საქართველოს საზოგადოებაზე”, რომელიც 4 ივნისს, 17:00 საათზე ონლაინ გაიმართება.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება TCM-ის ახალი ანგარიშის მთავარი მიგნებები რუსული დეზინფორმაციის გავლენაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროზე საქართველოში. ასევე ვისაუბრებთ ინფოდემიაზე და კრემლის ინფორმაციულ ოპერაციებზე საქართველოში, Facebook-ის პოლიტიკაზე COVID-19-ის დეზინფორმაციის წინააღმდეგ და საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციაზე გლობალური პანდემიის პირობებში.
ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია 2 ივნისამდე...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)