თბილისი. 29 მაისს, რონდელის ფონდის პროექტის „ახალგაზრდები რეგიონის განვითარებისთვის“ ფარგლებში, „ზარზმის ბავშვთა აკადემიის“ მოსწავლეებისთვის გაიმართა ლექცია-დისკუსია თემაზე „საქართველოს დასავლური გზის ისტორია“. დისკუსიას უძღვებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი - ირაკლი ჩხაიძე.
პროექტის მიზანია ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო აქტივიზმის გაზრდა.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)