თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) გთავაზობთ მარიამ ჯანიაშვილის სტატიას: გამოსახლების საფრთხეები COVID-19-ის პანდემიის დროს და მის შემდეგ.
„COVID-19-ის პანდემიის დროს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, იძულებით გამოსახლებაზე დაწესდა მორატორიუმი, თუმცა სსიპ-აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამოსახლების შესახებ განცხადებების რეგისტრაცია და საქმისწარმოება არ შეწყვეტილა.
...ცხადია, მორატორიუმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა, პრობლემას ქმნის არაერთი სხვა სამართლებრივი რეგულაცია და არსებული პრაქტიკა, რაც კიდევ უფრო მძიმედ გამოვლინდება COVID-19-ის პანდემიის დასრულებისას, მას შემდეგ, რაც მორატორიუმი გაუქმდება და ქვეყანაში გამოსახლებების ტალღების წარმოქმნის ხელშესახები რისკები შეიქმნება”, ნათქვამია სტატიაში.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)