თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) ინფორმაციით, 19 მაისს საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ დაინიცირდა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციურ სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანას.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) შეფასებით, კანონპროექტით შემოთავაზებული მოწესრიგება ფრაგმენტულია და სრულად უგულებელყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში განვითარებულ მსჯელობას ჩხრეკის შედეგად მტკიცებულებათა მოპოვების სისტემის დახვეწის საჭიროებასთან დაკავშირებით“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)