თბილისი. „კოალიცია თანასწორობისთვის” შემავალი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ნინოწმინდის პანსიონატთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები საგანგაშოა და სახელმწიფოსგან დაუყოვნებელ, მკაცრ რეაგირებას საჭიროებს.
„ამ დრომდე სახელმწიფოს არცერთ უწყებას მკაფიო პოზიცია არ გამოუხატავს პანსიონატში არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი სავარაუდო ძალადობისა და ბავშვთა უფლებების დარღვევის განგრძობად შემთხვევებზე. ამასთან, სახელმწიფოს არ შეუქმნია დემოკრატიული სამუშაო პროცესი, რომელიც სახალხო დამცველის მიერ პანსიონატში ბავშვთა უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს უზრუნველყოფდა.
უფრო მეტიც, ამ დრომდე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არ კეთდება განცხადება დიდი პანსიონატების დეინსტიტუციონალიზებისა და აუცილებელი რეფორმის შესახებ, რაც ამ დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვებისთვის ღირსეული და სათანადო საცხოვრებელი გარემოს და უფლებების დაცვის აუცილებელი წინაპირობაა“.
წყარო: www.equalitycoalition.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)