en
ge

საია ეხმიანება კანონის პროექტს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საია ეხმიანება კანონის პროექტს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, 19 მაისს საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების - საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ აღსრულებას და აქედან გამომდინარე სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას.

„კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილება არ არის ბოლომდე განმსჭვალული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოწოდებული სულისკვეთებით და იგი უმეტესწილად ტექნიკურად ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას. მნიშვნელოვანია, რომ არსებული სტრუქტურული და სისტემური ხარვეზების აღმოსაფხვრელად წარმოდგენილი კანონის პროექტი გახდეს უფრო მეტად კონკრეტული, შექმნას ბრალდებულთათვის მეტი უფლებრივი გარანტიები, აღჭურვოს სამართალდამცავი უწყებები „ნეიტრალური მტკიცებულების“ მოპოვების, მათ შორის ვიდეო-გადაღების რეალური შესაძლებლობებით“.

სრულად...

წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)