თბილისი. ადამიანის უფლებათა ცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამი პირის სასამართლო პროცესს დააკვირდება.
„ბრალდების თანახმად, 25 თებერვალს, ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამი პირი დაესხა. ის ოჯახის წევრებთან, მათ შორის მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად პირადი ავტომანქანის აღმართზე აყვანას ცდილობდა, როდესაც, მისი თქმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, დაემუქრნენ და მისი ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)