იმერეთი. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, პროექტ „ერთობლივი ორგანიზაცია სოფლის ქსელების სამეწარმეო ახალგაზრდების განვითარებისთვის - JOURNEY” დაასრულა მეწარმეთა შესაძლებლობების განვითარების სემინარები, იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების ახალგაზრებისთვის.
„მენტორებმა ტრენინგზე ახალგაზრდებს პროექტის ფარგლებში მიღებული პოლონური და იტალიური გამოცდილება გაუზიარეს. გარდა ამისა, საუბარი შეეხო მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობასა და მეწარმეებისათვის არსებულ სამართლებრივ გარემოს, ბიზნეს იდეის შემუშავებისა და განვითარების საკითხებს (სტარტაპის ჩამოყალიბება/განვითარება, ფიჩინგი)“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)