იმერეთი. ქუთაისის ახალგაზრული ცენტრის წევრებისთვის მოეწყო ჯორჯ მილერის ფილმის „ლორენცოს
ზეთის" ჩვენება. ფილმი პატარა ბიჭის ლორენცოს ისტორიაზეა აგებული, რომელიც იშვიათი
დაავადებით არის დაავადებული, მისი მშობლები შვილის გადასარჩენად მსოფლიო დონის
სემინარებს აწყობენ და საბოლოოდ მიაგნებენ ზეთს, რომელსაც მედიცინაში ლორენცოს
ზეთი ეწოდა.
ახალგაზრდული
ცენტრის წევრებმა ფილმების დასრულების შემდეგ გამოთქვეს საკუთარი შეხედულებები ფილმის შესახებ. ფილმის ჩვენება ორგანიზებული იქნა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის" (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო: ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში