თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის სახით მიღებული დოკუმენტაციით დგინდება, რომ ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია “ენკას” ქვემო ნამახვანი ჰესის სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა.
„მიგვაჩნია, რომ სამინისტროს ეს გადაწყვეტილება “ენკა-სთვის” მინიჭებული კიდევ ერთი დაუსაბუთებელი შეღავათია, რომელიც ადასტურებს, რომ განცხადებები პროექტის სათანადოდ შესწავლის შესახებ, მცდარი და საფუძველს მოკლებულია. ამასთან, ეს პროცესი ხსნის კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვიანი “მორატორიუმის” გამოცხადების რეალურ მოტივს. კაშხლის ნაგებობის მშენებლობის გადავადება სინამდვილეში უკავშირდება არა მთავრობისა და კომპანიის კომპრომისს, არამედ იმ ფაქტს, რომ კომპანიამ სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაციის ჩაბარება თავად დააგვიანა და ამავე პერიოდით მოითხოვა სახელმწიფოსგან ვადის გახანგრძლივება“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)