თბილისი. სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები შეშფოთებასა და გულისტკვილს გამოხატავენ ომბუდსმენ ნინო ლომჯარიასა და მისი თანამშრომლების, ასევე ზოგადად, ომბუდსმენის ინსტიტუტის წინააღმდეგ გახშირებული უსაფუძვლო თავდასხმების გამო.
„საჭიროდ მივიჩნევთ შევახსენოთ ყველას, რომ სახალხო დამცველი არის კონსტიტუციური ინსტიტუტი; მისი ვალდებულებაა პირნათლად, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე დაიცვას ადამიანები, რომელთა უფლებები ილახება, დაიცვას ისინი ნებისმიერი წნეხისა და ზეწოლის მიუხედავად.
განსაკუთრებით დიდ შეშფოთებასა და მიუღებლობას იწვევს ის გარემოება, რომ გაჟღერებული შეუწყნარებლობა, სიძულვილი, დევნისა და ძალადობისკენ მოწოდება, ხშირად, რელიგიისა და პატრიოტიზმის სახელითაა შენიღბული. რელიგიასა და სამშობლოს სიყვარულს საერთო არაფერი უნდა ჰქონდეს სიძულვილთან“.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)