en
ge

„რიონის ხეობის დამცველთა“ აქტივისტის შესახებ არასწორი ინფორმაციის შემცველი სიუჟეტი მოიხსნა

„რიონის ხეობის დამცველთა“ აქტივისტის შესახებ არასწორი ინფორმაციის შემცველი სიუჟეტი მოიხსნა

თბილისი. 13 აპრილს მედიასაშუალება „POSTV“-ის ახალ ამბებში ნამახვანი ჰესის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტში „რიონის ხეობის დამცველთა“ ერთ-ერთი აქტივისტის ვინაობის ნაცვლად, სხვა პირის სახელი და გვარი იყო მითითებული. სიუჟეტში ნაჩვენები იყო, რომ ის თანამოაზრეებთან ერთად ქაოსს ქმნის პოლიტიკური ინტერესებისთვის და მიზანი კი დესტრუქცია და არეულობის შექმნაა. სიუჟეტის თანახმად, ისინი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და მომხდარის დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს.

საია-ს დახმარებით, რიონის ხეობის მცველმა განცხადებით მიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, რათა შეესწავლა მედიასაშუალების მიერ პროფესიული სტანდარტების დარღვევის საკითხი, კერძოდ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მესამე, მეხუთე, მეშვიდე და მეთერთმეტე პრინციპების შესაძლო დარღვევა. 2021 წლის 10 ივნისს ამ საქმეზე შედგა მედიაცია.

POSTV-მ გამოთქვა ინფორმაციის გასწორებისა და საქმის მედიაციით დასრულების სურვილი. შედეგად, არასწორი ინფორმაციის შემცველი სიუჟეტი მოიხნსა სოციალური ქსელებიდან;

სრულად...

წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)