თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტმა, 77 ხმით 2-ის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” კანონში, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ევრო დირექტივის (ქსელებისა და ინფორმაციული სისტემების (Network and Information Systems (NIS)) დირექტივა) ცალკეულ მოთხოვნებთან.
„ინიცირებული ცვლილებები, დარეგისტრირების დღიდან, ფართო მსჯელობისა და კრიტიკის საგანია სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და სფეროს ექსპერტების მხრიდან.
IDFI აქტიურად მონაწილეობდა კანონპროექტის განხილვის, ცვლილებებთან დაკავშირებული რისკების შესწავლისა და ანალიზის პროცესში. პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები კარდინალურად ცვლის საქართველოს კიბერუსაფრთხოების სისტემას და შეიცავს მნიშვნელოვან რისკებს“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)