en
ge

არასამთავრობოები საპრეზიდენტო არჩევნების წინ მედიას დააკვირდებიან

თბილისი. 30 აპრილს მედიის მონიტორინგის მორიგი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია 2013 წლის მაისიდან საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ორმოცამდე მედიასაშუალების მუშაობას დააკვირდება. მედიის მონიტორინგის პროექტი ევროკავშირისა და გაეროს განვითარებისლ პროგრამის მიერ ფინანსდება და მას არასამთავრობო ორგანიზაციები – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი, ინტერნიუსი და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი განახორციელებენ.
შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ფილიპ დიმიტროვი. მან ხაზი გაუსვა მედიის მონიტორინგის მნიშვნელობას.
მონიტორინგის შედეგების ნახვა დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ შემდეგ ვებგვერდებზე: www.mediamonitor.ge და www.facebook.com/mediamonitor.
წყარო: media.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)