თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა (ყოფილი EMC) გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს წარუდგინა რიგით მესამე, ყოველწლიური ანგარიში კონფლიქტის რეგიონებში არსებულ უფლებრივ და ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ორგანიზაციის მიწოდებული ინფორმაცია ყურადღებას ამახვილებს 2020-2021 წლებში ადამიანის უფლებათა დარღვევების განგრძობად პრაქტიკებზე, მათ შორის, უკანონო დაკავებების და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევებზე, რასაც არაერთი ტრაგიკული შემთხვევა მოჰყვა, ეთნიკური ნიშნით ქართველების შევიწროებასა და დევნაზე გალის და ახალგორის რეგიონებში, პანდემიის პირობებში მძიმე სოციალურ და ჯანდაცვის მდგომარეობაზე, ასევე წამების და არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო პრაქტიკებზე ცხინვალის რეგიონში არსებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)