თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციის თანახმად, ომბუდსმენმა 2021 წლის 14 ივნისს მიიღო რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც „Bolt Food“-ის კურიერების მიმართ განსხვავებული მოსაზრებების ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა.
კურიერების პროტესტი ტარიფის შემცირების შესახებ შეტყობინებას მოჰყვა. ადმინისტრაციასთან უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, კურიერებმა აპლიკაცია არ ჩართეს და შეკვეთების მიღებაზე უარი განაცხადეს. პროტესტის საპასუხად, კომპანიამ 25-მდე კურიერს (მათ შორის განმცხადებლებს) აპლიკაციაზე წვდომა შეუზღუდა.
„საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე, სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ განმცხადებელთა უფლებაში ჩარევის საფუძველს რეალურად წარმოადგენდა მათი განსხვავებული მოსაზრებები და მათი პროტესტი, რომელიც მიუღებელი აღმოჩნდა დამსაქმებლისთვის. მოპასუხემ კი ვერ წარმოადგინა სათანადო და დამაჯერებელი არგუმენტაცია, რომელიც სახალხო დამცველს დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდს გაუქარწყლებდა. შესაბამისად, კომპანიას დაევალა დაუყოვნებლივ აღუდგინოს კურიერებს „Bold Food“ აპლიკაციაზე წვდომა.
5 კურიერის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში საია წარმოადგენდა“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)