თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ”, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) გრანტის „საპარლამენტო ზედამხედველობის შეფასება საქართველოში“ ფარგლებში, მოამზადა კვლევა საპარლამენტო კონტროლის განხორციელების შესახებ. კვლევაში შეფასებულია 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში განხორციელებული საპარლამენტო კონტროლი და მისი შედეგები.
„პარლამენტის ახალი რეგლამენტი პროგრესული ნაბიჯი იყო საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მიმართულებით, რაც დადებითად აისახა საპარლამენტო ზედამხედველობის კონკრეტული მექანიზმების გამოყენების სტატისტიკაზეც. მიუხედავად ამისა, საპარლამენტო კონტროლი სუსტია და კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება პარლამენტისა და მთავრობის წევრთა ანგარიშვალდებულება საპარლამენტო კონტროლის პროცესში, ასევე, პრობლემად რჩება ოპოზიციის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მყარი საკანონმდებლო გარანტიების არ არსებობა“.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)