თბილისი. მითების დეტექტორის მასალაში საუბარია Deepfake მეთოდით გაყალბებულ პოსტზე, რომელშიც ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II თითქოს „მოსახლეობის პროგრამირებას“ ახდენს. „სამყარო სამყაროს“ მიერ გავრცელებულ პოსტს დართული აქვს კადრი ფილმების სერიიდან Resident Evil და ვიდეო ამერიკელი მწერალი დოლორეს ქენონის შესახებ.
გაყალბებულ პოსტში დედოფალს კორონავირუსის აგებულების მსგავსი ბროში აქვს დაბნეული, მის უკან ნაძვის ხეზე კი, ასევე, კორონავირუსის აგებულებასთან მიმსგავსებული სათამაშო კიდია.
„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დედამიწის მოსახლეობის 1%-ს დანარჩენი მოსახლეობა დაპროგრამებული ჰყავს და ამ ყველაფერში დედოფალი ელიზაბეტ II-ა ჩართული, კონსპირაციაა. ფოტო, რომელიც პოსტს თან ერთვის, Deepfake ვიდეოს ფრაგმენტია, ხოლო ნამდვილ ვიდეოში დედოფალს SARS-COV-2 ვირუსის აგებულების მსგავსი გულსაბნევი და ნაძვის ხის სათამაშო არ აქვს“.
მასალის თანახმად, Deepfake მეთოდით ვიდეოში შესაძლებელია ერთი ადამიანის სხეულს სხვა ადამიანის სახე, მიმიკები (მაგ: თვალის დახამხამება) „მივაბათ“. ამ მეთოდით ნებისმიერი პირის გამოსვლის გაყალბებაა შესაძლებელი და საკმაოდ ოსტატურადაც.
წყარო: mythdetector.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)