აჭარა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ბათუმის ოფისისა და სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორმა, მალხაზ ჭკადუამ, ორგანიზაცია Orbeliani Georgia ორბელიანი საქართველოს მიწვევით, ახალგაზრდა აქტივისტებისთვის ტრენინგი ჩაატარა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორგანიზაციის სამოქალაქო საბჭოების მუშაობასა და შედეგებს, ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობის პრაქტიკას, მუნიციპალიტეტების კომპეტენციებსა და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პროცესში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)