გურია. 2020 წლის ოქტომბერში, ევროკავშირის მხარდაჭერით, დაიწყო 36-თვიანი პროექტი სახელწოდებით „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“.
„პროექტის ფარგლებში, გურიის რეგიონში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე, გაიხსნა სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი, რომელიც ბენეფიციარებს აძლევს უნიკალურ შანსს, შეხვდნენ საუკეთესო ტრენერებსა და დარგის სპეციალისტებს, მიიღონ დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და აუცილებელი ცოდნა. სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის მომსახურებით შეუძლია ისარგებლოს ყველამ, ვინც 16 წელს გადააბიჯა, ვისაც სურს, განივითაროს უნარები, ისწავლოს და დასაქმდეს“, ნათქვამია ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)