თბილისი. გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდა.
„შეხვედრაზე ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:
▪️ ნინოწმინდის პანსიონატის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, გაეროს ბავშვთა ფონდის პოზიცია და გეგმები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მხარდასაჭერად.
▪️ იუნისეფის მხარდაჭერით სახალხო დამცველის მიერ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის საქმეების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიში.
▪️ ბავშვის უფლებებებზე COVID-19-ის გავლენის შეფასება.
▪️ მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები და ერთობლივი პროექტები“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)