თბილისი. სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ გმობს თეა დარჩიას განცხადებას როგორც ისლამოფობიურს და რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის წამახალისებელს.
„თეა დარჩიას განცხადება აღვივებს სტერეოტიპულ წარმოდგენებს იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი მხოლოდ მართლმადიდებელი შეიძლება იყოს („აღარაფერი ქართული მათში აღარ არის“). სწორედ ამგვარი დამოკიდებულებები უწყობს ხელს საზოგადოებაში რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციასა და რელიგიურ კონფლიქტებს. ასეთ ვითარებაში კი ჟურნალისტებს აკისრიათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, არ გახდნენ სტერეოტიპული წარმოდგენების გავრცელების ხელშემწყობნი“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: www.gdi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)