თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, 23 ივნისი მამხილებელთა დაცვის საერთაშორისო დღეა.
„მხილების ინსტიტუტს უდიდესი როლი აქვს კორუფციასთან, განსაკუთრებით კი მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლაში. სამწუხაროდ, საქართველოში მხილების მექანიზმის შესახებ ცნობიერების დონე ძალიან დაბალია და მისი გამოყენება ფაქტობრივად არ ხდება. ვრცლად მხილების მექანიზმთან დაკავშირებულ #IDFI-ს მიერ იდენტიფიცირებულ გამოწვევებსა და რეკომენდაციებს გაეცანით აქ..."
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)