თბილისი. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ - „თანასწორობა ახლა-მ/Equality Now“, რომელიც მუშაობს მთელს მსოფლიოში ქალების და გოგოების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმოებაში არსებულ საქმეზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა.
საქმე შეეხება სექსუალური შევიწროების მსხვერპლის უფლებას, საჯაროდ ისაუბროს საკუთარ გამოცდილებაზე.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მიმდინარე დავის ფარგლებში, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით სახიფათო სტანდარტი დაადგინეს და მსხვერპლის აღნიშნული უფლება შეზღუდეს.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)