თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, 25 ივნისს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიშით წარდგება.
„ჩვენი შეფასებით, ანგარიშში მოცემული ინფორმაცია სრულად არ მოიცავს ქვეყანაში არსებულ ყველა პრობლემას, ყურადღების მიღმა ტოვებს მნიშვნელოვან საზოგადოებრივ წუხილებს და ინტერესებს. ბევრი მიმართულებით, რაზეც ანგარიშში პოზიტიურად არის მსჯელობა, რეალური, სოციალურ საჭიროებებზე ორიენტირებული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ქმედებები მთავრობის მიერ ამ დრომდე არ გადადგმულა. მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ქვეყანაში სოციალური და თანასწორობის საკითხები, კვლავაც კრიტიკულია მართლმსაჯულების და მართლწესრიგის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემები. სახელმწიფომ ამ დრომდე ვერ შეძლო ჯეროვანი, ყოვლისმომცველი რეფორმების ინიცირება და კვლავაც ფრაგმენტული, კანონმდებლობაში ფორმალური ცვლილებებით შემოიფარგლება“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)