თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს კვლევას: წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯები საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში.
„კვლევამ აჩვენა, რომ 2020 წელს სსიპ-ების და სხვა დამოუკიდებელი უწყებების წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯები მნივშენლოვნად შემცირდა, რაც მეტწილად უკავშირდება პანდემიის შედეგად შექმნილ მდგომარეობას და მსოფლიო მასშტაბით გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებს.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ცალკეულ შემთხვევებში, უწყებების მიერ გაწეული სარესტორნო ხარჯები დაფიქსირდა ისეთ პერიოდებში, როდესაც უკვე მოქმედებდა გარკვეული შეზღუდვები საკვებ ობიექტებსა და თავშეყრის ადგილებზე.
საყურადღებოა ის უწყებებიც, რომლებიც არ პასუხობენ ან არასრულად პასუხობენ წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნას“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)