თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: „მბრუნავი კარის” შემთხვევა სენაკის მუნიციპალიტეტში.
„„მბრუნავი კარი” საჯარო და კერძო სექტორებს შორის ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის რისკების შემცველი სამსახურეობრივი გადაადგილებაა, რომელსაც პერიოდულად იკვლევს ორგანიზაცია.
ამჯერად მსგავსი ფაქტი სენაკის მუნიციპალიტეტში გამოიკვეთა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, ნანა ზარანდიასთან მიმართებაში.
მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს ნანა ზარანდიას ჩართულობით სს “არქეოპოლისის” სენაკის მუნიციპალიტეტის ტენდერებში მონაწილეობის პროცესი და დაადგინოს, შეიცავს თუ არა იგი კორუფციის შესაძლო ნიშნებს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)