პოლონეთის სოლიდარობის ფონდი, თბილისში პოლონეთის საელჩოსთან ერთად ქუთაისსა და ბათუმში ღონისძიებას უმასპინძლებს. შეხვედრის ფარგლებში მოეწყობა საჯარო დისკუსია მოსახლეობისათვის ურბანული დაგეგმარების მნიშვნელობის და ამ პროცესში მათი ჩართვის აუცილებლობის შესახებ.
ღონისძიების მთავარ კომპონენტს წარმოადგენს დანიური ფილმის „ადამიანის მასშტაბი“-ს (The human scale) ჩვენება.
ფილმში აღწერილია პროცესი, თუ როგორ მოქმედებს ქალაქები ადამიანთა შორის ურთიერთობაზე და როგორ უნდა შევქმნათ სივრცეები, რომელიც უბიძგებს ახალი ინტერაქციის წარმოქმნას.
ღონისძიების განრიგი:
ქუთაისი - ქუთაისის ბოტანიკური ბაღი - 29 ივნისი, 15:30- 20:00 საათი;
ბათუმი - 1 ივლისი - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი, 16:30 - 20:00.
გთხოვთ, დარეგისტრირდეთ 29 ივნისამდე ბმულზე...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)